თეგი: საქალაქო სასამართლო

ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები, აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პატიმრობაში რჩებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა 18 თებერვალს მიიღო. სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმეც. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. ამასთან, პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.  ასევე წაკითხეთ: ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა  

ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს შვიდ საათზე გამოცხადდება

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზე გამოცხადდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი. „ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, - განაცხადა სილაგაძემ. პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს ბრალდება წარუდგინა  

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია. როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.